პოლიციელებმა დაკავებულის
გადასარჩენად არაფერი გააკეთეს. ამის შესახებ თვითმხილველები ყვებიან.
ნოვოსიბირსკის პოლიციამ 47 წლის მამაკაცი დააკავა, რომელიც დაბადების დღეს აღნიშნავდა, თუმცა ნასვამმა სკანდალი მოაწყო და ნათესავებმა პოლიცია გამოიძახეს.
ანდრეი სლესარევი დააკავეს, ხელბორკილები დაადეს და პოლიციის განყოფილებაში წაიყვანეს. თუმცა გზად, როგორც ირკვევა, ეკიპაჟმა კიდევ ერთი გამოძახება მიიღო – სლესარევი მანქანაში მარტო დატოვეს, თავად კი შემთხვევის ადგილზე მივიდნენ. სწორედ ამ დროს გაურკვეველი მიზეზით პოლიციის მანქანას ცეცხლი გაუჩნდა.
როგორც თვითმხილველები ყვებიან, როცა პოლიციელებმა ცეცხლმოკიდებული მანქანა დაინახეს, სულაც არ უცდიათ დაკავებული ადამიანის შველა და გადმოყვანა. სლესარევმა სიცოცხლესთან შეუთავსებელი დამწვრობა მიიღო და საავადმყოფოში გარდაიცვალა.
Internet.ge