პარლამენტის პირველი სხდომისთვის მზადება
გრძელდება. სარემონტო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს. პარლამენტის აპარატი
პირველი სხდომისათვის სრულ მზადყოფნას გამოთქვამს.
დღეს, ქუთაისში კოალიცია
„ქართული ოცნების“ წევრები ჩავლენ. ისინი კიდევ ერთხელ შეამოწმებენ ადგილზე
მიმდინარე სამუშაოებს და სამზადისს.
შეგახსენებთ,
რომ მე-8
მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 21 ოქტომბერს, დღის პირველ საათზე დაიწყება. პირველ სხდომაზე დეპუტატებისთვის
უფლებამოსილების მინიჭების საკითხი განიხილება. ასევე პარლამენტის თავმჯდომარეს,
ვიცე-სპიკერსა და ფრაქციების თავმჯდომარეებს აირჩევენ.
internet.ge