გლდანის რაიონში, უხვმა ნალექმა და წყლის მილის დაზიანებამ საცხოვრებელი სახლების დატბორვა
გამოიწვია.
წყალი ქუჩაზე
არსებულ საამქროებსა და მაღაზიებში შევარდა. მოსახლეობა ზარალის ანაზღაურებას ითხოვს.
ადგილზე სამაშველო სამსახურის თანამშრომლები გაწმენდით
სამუშაოებს აწარმოებენ. სარდაფებში ჩასული წყალი უკვე ამოტუმბულია.
დაზიანებული მილის აღდგენა დაიწყო. კომპანია "თბილისის წყლის" განცხადებით, მოსახლეობის მიმართვებს სპეციალური კომისია შეისწავლის და დანაკარგის კომპენსირება მოხდება.
internet.ge