თეა წულუკიანი: ვდებ პირობას, რომ ხალთან შეუთანხმებლად გადაწყვეტილებებს არ მივიღებ
იუსტიციის მინისტრობის კანდიდატის თეა წულუკიანის შეფასებით, დღევანდლი დღე ისტორიულია.
როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას წულუკიანმა განაცხადა, ის დებს პირობას, რომ ამომრჩევლებს იმედებს არ გაუცრუებს და მათთან შეთანხმების გარეშე გადაწყვეტილებებს არ მიიღებს.
“ეს არის ისტორიული დღე, ჩვენი ქვეყნის განვითარების გზაზე. მინდა ვუსურვო პარლამენტს წინსვლა და დავდო პირობა, რომ ამომრჩევლებს იმედებს არ გავუცრუებ, არავითარ შემთხვევაში არ მივიღებ ისეთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც ხალხთან შეთანხმებული არ იქნება”,- განაცხადა წულუკიანმა.
Internet.ge