საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამ წუთებში, ქუთაისის პარლამენტში მივიდა.
ქვეყნის პირველი პირი უკვე საკანონმდებლო ორგანოში იმყოფება.
შეგახსენებთ, რომ მერვე მოწვევის პარლამენტი საქმიანობას დღეს 13:00 საათზე, ოფიციალურად შეუდგება. ქუთაისის საკანონმდებლო ორგანოს ახალ შენობაში, ახლადარჩეული პარლამენტის პირველ სხდომას, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილი გახსნის და სპიკერის არჩევამდე, სხდომას უხუცესი დეპუტატი, 75 წლის ვანო კიღურაძე წარუძღვება.
სხდომას დაესწრებიან - ცენტრალური კომისიის თავმჯდომარე. ასევე მოწვეულ სტუმრებს შორის არიან სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე, დიპლომატიური კორპუსისა და მედიის წარმომადგენლები. ამასთან, ახალი მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას ბიძინა ივანიშვილი საპატიო სტუმრის სტატუსით დაესწრება. ასევე, ამავე სტატუსით იქნებიან სხდომაზე წარმოდგენილები მომავალი მინისტრობის კანდიდატები.
internet.ge