“ნაციონალური მოძრაობის” წევრი გივი თარგამაძე მიიჩნევს, რომ პუტინის ტელევიზიების “რაღაც მონაჩმახზე” კომენტარი არ უნდა გააკეთოს, რადგან ეს ადამიანურ ღირსებაზე დაბლა დგას.
როგორც ჟურნალისტებს თარგამაძემ განუცხადა, უდალცოვთან ასეთი შინაარსის შეხვედრა არ ყოფილა, თუმცა ის მზადაა ნებისმიერი ქვეყნის ნებსიმიერ ოპოზიციონერს შეხვდეს.
“ოპოზიციაში მეორედ მოვედი და მზად ვარ ჩვენი გამოცდილება ნებისმიერ ოპოზიციონერს გავუზიარო”,- განაცხადა თარგამაძემ.
Internet.ge