ნანუკა ჟორჟოლიანი პროექტ "ცეკვავენ ვარსკვლავებს" ტოვებს
20:26 21.10.2012
|
დღის სიახლეები
|
"იმედის ახალი ხელმძღვანელების გადაწყვეტილებით, "ვარსკვლავების" ჟიურიშიც აღარ უნდა ვიჯდე", - ეს განცხადება ჟურნალისტმა ნანუკა ჟორჟოლიანმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გააკეთა.
ნანუკა ჟორჟოლიანის ინფორმაციით, ტელეკომპანია "იმედის" ხელმძღვანელობამ პროექტ "ცეკვავენ ვარსკვლავების" პროდიუსერი დაიბარა და უთხრა, რომ ნანუკა სხვამ უნდა შეცვალოს. "სახელიც უთხრეს, იმედია შეჯერდებიან ვინმეზე" - აცხადებს ნანუკა ჟორჟოლიანი და დასძენს, რომ საიდანაც თვლიდა, რომ უნდა წასულიყო, ეს გადაწყვეტილება თავად მიიღო.
გავრცელებული ინფორმაციით, ნანუკა ჟორჟოლიანს პროექტში მარინა ბერიძე ჩაანაცვლებს.
internet.ge
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|