რუსეთის პროკურატურა სასამართლოს სთხოვს ბორის ბერეზოვსკი და
მისი წერილი „დაბადებულები არა საბჭოთა კავშირში“ ექსტრემიზმად სცნოს. ხამოვნიჩესკის
სასამართლოში საქმეს უკვე განიხილავენ.
ბერეზოვსკისთან ერთად, იგივე მუხლით, ბრალი წაყენებული აქვს
რადიოსადგურ „ეხო მოსკვისაც“, რომელმაც ოლიგარქის წერილი გამოაქვეყნა. მასში
ბიზნესმენი „მილიონობით თავისუფალ ადამიანს“, ხელისუფლების შეცვლისა და 4 მარტის
საპრეზიდენტო არჩევნების არდაშვების მოწოდებით მიმართავდა.
„ეხო მოსკვის“ საიტზე ტექსტი ერთი დღე-ღამის განმავლობაში
იდო. ის ძალიან ბევრმა ადამიანმა წაიკითხა, „ედინაია როსიას“ ფრაქციის
თავმჯდომარემ კი რადიოსადგური ექსტრემიზმის პროპაგანდაში დაადანაშაულა და
პროკურატურას მიმართა, რადგან ჩათვალა, რომ ბერეზოვსკის მიმართვა ღია მოწოდება იყო
ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობისკენ.
პროკურატურამ შეისწავლა რა პუბლიკაცია, მიიჩნია, რომ ბერეზოვსკის მოწოდებები
ექსტრემისტული იყო და შესაბამისად, სასამართლოსაც უკვე მიმართა.
Internet.ge