ევროპულ
და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი თორნიკე გორდაძე ევროკომისიის საშინაო საქმეთა გენერალურ დირექტორს სტეფანო მანსერვისს შეხვდა.
„შეხვედრაზე
საუბარი ვიზების ლიბერალიზაციის პროცესს შეეხო და როგორც გაირკვა სამოქმედო გეგმას საქართველო, სავარაუდოდ, დეკემბრის დასაწყისში მიიღებს. როგორც მანსერვისი ამბობს უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები მომავალ მთავრობასთანაც გაგრძელდება.
როგორც
შეხვედრის
დასრულების
შემდეგ ევროკომისიის საშინაო საქმეთა გენერალურ დირექტორმა სტეფანო მანსერვისიმ განაცხადა: ჩვენ მოწმენი ვართ საქართველოში მნიშვნელოვანი ცვლილებებისა და ეს ყველაფერი დემოკრატიული გზით მოხდა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა ალტერნატივა, არამედ ის, რაც უკვე გავაკეთეთ. ბევრი რამ გაკეთდა ყოფილი ხელისუფლების მხრიდან რეფორმების, ჩვენი საერთო საჭიროებებისა და მიზნების კუთხით. ეს ძლიერი საფუძველია, რომლითაც ჩვენ, როგორც კომისია გავაგრძელებთ მუშაობას ახალ ხელისუფლებასთან
საიმისოდ,
რომ ვიზების ლიბერალიზაციას რაც შეიძლება მალე მივაღწიოთ. ჩვენ ახლა ვმუშაობთ იმისთვის, რომ დავასრულოთ გეგმა, რომელსაც განვიხილავთ მომავალ ხელისუფლებასთან
და ის წლის ბოლომდე დასრულდება“,-
აღნიშნულია განცხადებაში რომელსაც ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის სამინისტრო ავრცელებს.
internet.ge