საპარლამენტო
კომიტეტები ხვალ, ახალი მთავრობის წევრების გამოსვლებსა და პროგრამის - „ძლიერი, ერთიანი და დემოკრატიული საქართველოსთვის“ შესახებ ინფორმაციას მოისმენენ.
ამის შესახებ ბიუროს
დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებს პარლამენტის სპიკერმა, დავით უსუფაშვილმა
განუცხადა.
მისი თქმით, 11:00
საათიდან მინისტრობის კანდიდატების მოსმენები დაიწყება, ხოლო ზეგ მთავრობას 12:00
საათზე უმცირესობა, 15:00 საათზე კი - უმარავლესობა შეხვდება.
internet.ge