სამკურნალო დაწესებულებაში პატიმარი გარდაიცვალა
19:49 22.10.2012
|
დღის სიახლეები
|
სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ინფორმაციით, დღეს, 12:55 საათზე #18 მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა სამკურნალო დაწესებულების ანესთეზია რეანიმაციისა და ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გარდაიცვალა 1971 წლის 24 აგვისტოს დაბადებული პატიმარი მ.კ., დიაგნოზი: თრომბოემბოლიის ფონზე განვითარებული გულ-სისხლძარღვთა და სუნთქვის მწვავე უკმარისობა.
მ.კ. #18 მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში თბილისის #8 დაწესებულებიდან 2012 წლის 19 სექტემბერს გადაიყვანეს.
აღნიშნული ფაქტის შესახებ უკვე ინფორმირებული არიან გარდაცვლილი პატიმრის ოჯახის წევრები.
სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოხატავს პატიმრის გარდაცვალების ფაქტის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.
internet.ge
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|