გურჯაანის საავადმყოფოში სოკოთი
მოწამლული 60 წლის, ელდარ ქევხიშვილი გარდაიცვალა.
პაციენტი პირველადი სამედიცინო
დახმარების გაწევის შემდეგ გურჯაანის საავადმყოფოდან სახლში გაწერეს, თუმცა
ჯანმრთელობის გაუარესების შემდეგ მამაკაცი კვლავ საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც ცნობილია მამაკაცმა
ტყეში მოკრეფილი სოკო
შეჭამა, რის შემდეგაც შეუძლოდ გახდა.
ექიმების თქმით, პაციენტის მდგომარეობის სიმძიმის გამო, მისი თბილისში,
ტოქსიკოლოგიის ცენტრში მოთავსება იყო საჭირო, თუმცა პაციენტი კატასტროფის ცენტრის
ბრიგადის გურჯაანში ჩასვლამდე გარდაიცვალა.
Internet.ge