გოგა ხაჩიძე: უმრავლესობის ერთი ნაწილი სათაფლიის ნაკრძალშია დაბინავებული
13:45 23.10.2012
|
დღის სიახლეები
|
"როგორც დღეს გავიგე, უმრავლესობის ერთი ნაწილი სათაფლიის ნაკრძალშია დაბინავებული, სასტუმროში. ძვირფასო დეპუტატებო, იმედია კომფორტულად გრძნობთ თავს" - წერს უმცირესობის წევრი გოგა ხაჩიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.
"პირადად მეც ბევრი ვიშრომე, რომ ნაკრძალში საუკეთესო პირობები ყოფილიყო ვიზიტორებისთვის და დინოზავრის ნაკვალევისთვის. ბუნება, სიწყნარე, დინოზავრები, მღვიმე, ინფრასტრუქტურა, ხედები...
შეგიძლიათ მშვიდად იოცნებოთ.
გაამოთ..." - დასძენს ყოფილი მინისტრი, რომელმაც განახლებული სათაფლიის ნაკრძალი მიმდინარე წლის ივნისში, პრეზიდენტთან ერთად გახსნა.
internet.ge
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|