ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის ლიდერი ლეონიდ თიბილოვი ვლადიმერ პუტინის მიწვევით რუსეთის პრეზიდენტთან შესახვედრად გაემგზავრა. მისი თვითმფრინავი უკვე დაჯდა მოსკოვში.
თიბილოვს აეროპორტში საპატიო ყარაული და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პროტოკოლის განყოფილება დახვდა.
ოფიციალური მოლაპარეკებები უმაღლეს დონეზე 24 ოქტომბერსაა დაგეგმილი, რომელზეც რუსული მედიის ცნობით რუსულ–ოსური ორმხრივი ურთიერთობებისა და ცხინვალის რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების თემებს შეეხებიან. ასევე განიხილავენ საერთაშორისო და რეგიონალურ საქმეებში თანამშრომლობის საკითხებსაც.
internet.ge