დღეს, სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართება.
შეხვედრაზე
ქართული მხარე, სხვა საკითხებთან, ერთად ცხინვალის ციხეში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საკითხს დააყენებს.
შეხვედრაზე
ასევე, იმ ინციდენტების შესახებ ისაუბრებენ, რომელიც ბოლო დროს დაფიქსირდა. არსებული ინფორმაციით, დღევანდელ შეხვედრაზე ორივე მხარის მიერ დაკავებულების გაცვლის საკითხი არ განიხილება.
სოფელ
ერგნეთში ინიცდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირებისათვის
შექმნილი სამუშაო ჯგუფების ბოლო შეხვედრა 24 სექტემბერს გაიმართა, სადაც უსაფრთხოების
მხრივ შექმნილი ვითარება განიხილეს.
internet.ge