მაია ფანჯიკიძე: ხელისუფლებამ დიპლომატიური მისიების წინააღმდეგ, სრულიად გაუგებარი რიტორიკა გამოიყენა
ივანიშვილის პრეს-სპიკერის მაია ფანჯიკიძის შეფასებით, საქართველოს ხელისუფლებამ, ქვეყნის პარტნიორი ქვეყნებისა და დიპლომატიური მისიების წინააღმდეგ, სრულიად გაუგებარი რიტორიკა გამოიყენა.
ამის შესახებ განცხადება, ფანჯიკიძემ დღეს, გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
პრესსპიკერის განცხადებით, ეს ყველაფერი იმითაა გამოწვეული, რომ ხელისუფლება ხვდება, რომ ძალაუფლებაში ყოფნა მას დიდიხანს აღარ მოუწევს და ხელისუფლების წარმომადგენლები აგონიაში არიან ჩავარდნილები.
„სხვა ახსნა, იმას თუ რატომ ლანძღავს საქართველოს პრეზიდენტი და რატომ იმეორებენ შემდეგ ამ ლანძღვას მისი ბანაკის წევრები, დიპლომატიური მისიებისა და სხვა ქვეყნების მთავრობების წინააღმდეგ გაუგებარია. კოალიცია „ქართული ოცნება" კატეგორიულად აცხადებს, რომ სააკაშვილისა და მის წამომადგენლების მხრიდან გაკეთბული მსგავსი შინაარსის განცხადებები სცილდება მართველი გუნდის პოლიტიკურ ინტერესს და საშიშ ტენდენციას იღებს",- განაცხადა ფანჯიკიძემ.
Internet.ge