საპარლამენტო
უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარებზე
განხორციელებული ზეწოლის ფაქტებს ეხმაურება.
როგორც ჟურნალისტებს
ბაქრაძემ განუცხადა, გუშინ, ფაქტების ნაწილი წარმოვადგინეს და მომავალ დღეებში, ზეწოლის სხვა ფაქტები იქნება წარმოდგენილი.
„ამიტომ, უნდა ვისაუბროთ
ფაქტებზე და არა პიროვნულ შეფასებაზე თუ ვინ ცრუობს და ვინ არა. სიტყვას გაძლევთ,
რომ ასეთი ზეწოლის არ არსებობის შემთხვევაში, ჩვენი მხრიდან არცერთი განცხადება არ
იქნება გაკეთებული, მაგრამ სამწუხაროდ, ეს
ფაქტები არსებობს და სანამ, იარსებებს ამის შესახებ საზოგადოებას საქმის
კურსში ჩავაყენებთ“, - დასძინა ბაქრაძემ.
internet.ge