პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით,
ქვეყანაში 3-4 წელიწადში პრინციპული გარდატეხა მოხდება, აბსოლუტური უმრავლესობა
მოსახლეობისა დასაქმებული იქნება და ქვეყანაში ემიგრანტები დაბრუნდებიან.
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი იმედს გამოთქვამს, რომ ქვეყანაში
ინვესტიციების შემოდინება სწრაფი ტემპებით მოხდება, რაც ყველა დაპირების
შესრულების საფუძველი იქნება.
„დაიწყება ეტაპი, როცა მოსახლეობას საშუალება მიეცემა, საკუთარი ოჯახი
არჩინოს“,- დასძინა ივანიშვილმა.
internet.ge