უმცირესობის წევრი აკაკი ბობოხიძე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს
სთხოვს გამოსვლებისას მიხეილ სააკაშვილი ქვეყნის პრეზიდენტად მოიხსენიოს.
პარლამენტში ივანიშვილის უმცირესობასთან შეხვედრისას ბობოხიძემ
ივანიშვილს მიმართა და განაცხადა, რომ როდესაც ის დარბაზში შევიდა,
ოპოზიცია ფეხზე წამოდგა, განსხვავებით პირველი პლენარული სხდომისგან, სადაც პრეზიდენტს უმრავლესობა ფეხზე არ წამოუდგა.
„გთხოვთ, რომ მიხეილ სააკაშვილი ქვეყნის პრეზიდენტად მოიხსენიოთ,
რადგან ის ჯერ კიდევ პრეზიდენტია და ის მხოლოდ ჩვენი - „ნაციონალური მოძრაობის“
ლიდერი არ არის“,- მიმართა ბობოხიძემ ივანიშვილს.
თავის მხრივ ივანიშვილმა აღნიშნა, რომ ის გამოსვლებისას სააკაშვილს
პრეზიდენტად იხსენიებს.
internet.ge