პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი
ბიძინა ივანიშვილი “ნაციონალურ
მოძრაობას“ ურჩევს ახალი რეალობა შეაფასონ.
როგორც
ჟურნალისტებს ივანიშვილმა განუცხადა, სჯობს, უმცირესობამ, სიცრუეზე დაყრდნობილ ბრალდებებს თავი დაანებოს, რადგან ახალ ხელისუფლებას რეალური საკრიტიკოც ბევრი ექნება.
„არ არსებობს ხელისუფლება, რომელიც კრიტიკას არ იმსახურებს და ამისთვის ახალი მთავრობა უკვე განწყობილია.
ჩემი მოწოდება იყო, რომ საპარლამენტო უმცირესობა
რეალობაში დაბრუნდეს, ახალი რეალობა შეაფასონ და კრიტიკა
მოახერხონ არა სიცრუეზე დაყრდნობით, არამედ ობიექტური კრიტიკა დაიწყონ, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის კონსტრუქციული, ობიექტური და სასარგებლო იქნება“,
- დასძინა მან.
internet.ge