კუბაში ტროპიკულ შტორმს - "სენდის" ელოდებიან. ექსპერტების პროგნოზით, სანაპიროს შტორმი 12 საათში მიაღწევს და ამ დროისთვის შესაძლოა მისი სიძლიერე გაიზარდოს.
კუბას სანაპირო დასახლებებში უკვე დაიწყო წვიმა და ქარი. ადიდებულია მდინარეები. გრანმას და კამაგუის პროვინციაში წყალდიდობის საფრთხე გამოცხადდა.
სტიქიას ელიან იამაიკაზეც. კინგსტონში მობილიზებულია სამაშველო და სასწრაფო სამსახურები. ამ დროისთვის ქარის სიჩქარე სტიქიის ეპიცენტრში საათში 85 კილომეტრს აღწევს.
internet.ge