რამდენიმე წუთში ცნობილი გახდება ვინა დაიკავებს აჭარის მთავრობის
პოსტს.
აღნიშნულ თანამდებობასთან
დაკავშირებით, ბიძინა ივანიშვილი ამ წუთებში, „ქართული ოცნების“ აჭარის მაჟორიტარ
დეპუტატებს ხვდება.
კონსულტაციების შემდეგ ივანიშვილი მედიას თავმჯდომარის ვინაობის
შესახებ ინფორმაციას მიაწვდის.
არსებული ინფორმაციით, ამ პოსტზე არმაზ ახვლედიანის კანდიდატურა
განიხილება, რომელიც ორი მოწვევის პარლამენტის წევრი იყო.
internet.ge