GE / EN
საინფორმაციო პორტალი
სიახლე
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
თავდაცვის სამინისტროში სასწავლო პროგრამით ბალტიის თავდაცვის კოლეჯის დელეგაცია იმყოფება
12:34 25.10.2012
დღის სიახლეები

საქართველოში სასწავლო პროგრამით ბალტიის თავდაცვის კოლეჯის დელეგაცია იმყოფება.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კოლეჯის კომენდანტის ბრიგადის გენერლის კიილი მეელისის ხელმძღვანელობით დღეს დელეგაცია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ესტუმრა.

დელეგაციის წევრებს საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეებმა დავით ნარდაიამ და მაია სიფრაშვილმა-ლიმ უმასპინძლეს. შეხვედრაზე თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა ბალტიის თავდაცვის კოლეჯის დელეგაციას საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესები, საქართველოს თავდაცვის პოლიტიკის ამოცანები და თავდაცვის დაგეგმვის გამოწვევები გააცნეს.

სამინისტოს ინფორმაციით, დღესვე ბალტიის თავდაცვის კოლეჯის დელეგაციის წევრებმა შეხვედრა გამართეს საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილესთან პოლკოვნიკ მერაბ კიკაბიძესთან. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმების, მათ შორის სამხედრო განათლების კუთხით, საქართველოს საერთაშორისო მისიებში მონაწილეობისა და თავდაცვის საკითხებში არსებული მთავარი გამოწვევების შესახებ ისაუბრეს. სასწავლო პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ბალტიის თავდაცვის კოლეჯის დელეგაციის სტუმრობა ვაზიანის სამხედრო ბაზაზე. დელეგაციის წევრები შეხვედრებს ასევე გამართავენ ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილესთან, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან და საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო კვლევის ფონდის ხელმძღვანელთან. ბალტიის კოლეჯის დელეგაციის ვიზიტი საქართველოში 28 ოქტომბერს დასრულდება.

 

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
დავით დარახველიძე ვიდეომასალას, სადაც ის ქსენოფობიურ განცხადებებს აკეთებს „itv“-ის ფაბრიკაციას უწოდებს1
ნოდარ ჯავახიშვილი ეროვნული ბანკის მოქმედ ხელმძღვანელს იმპიჩმენტით ემუქრება2
ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრში ვაკანტურ თანამდებობებზე კონსულტაციები მიმდინარეობს3
ჩიორა თაქთაქიშვილი ნიგვზიანში მომხდარ დაპირისპირებაში მურმან დუმბაძეს ადანაშაულებს4
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X