საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
მუსლიმებს ყურბან–ბაირამის დღესასწაულს ულოცავს.
მისალოცი ტექტსი პრეზიდენტის ოფიციალურ
გვერდზე გავრცელდა.
„ძვირფასო თანამემამულენო, დღეს მუსლიმური სამყარო ყურბან ბაირამის დღესასწაულს აღნიშნავს. მინდა მოგილოცოთ ეს უდიდესი დღესასწაული.ჩვენი
ქვეყნის ერთიანობა ეფუძნება იმას, რომ საქართველოს კეთილდღეობა თანაბრად ეკუთვნოდეს მისი ყველა ეთნიკური ჯგუფის, ყველა აღმსარებლობის მოქალაქეს. საქართველოს მუსლიმი თემი ჩვენი საზოგადოების განუყოფელი და ძვირფასი ნაწილია. ვუერთდები თქვენთვის მნიშვნელოვანი ამ დღესასწაულის მოლოცვებს და წარმატებას, კეთილდღეობას და მშვიდობას გისურვებთ თქვენ და თქვენს ოჯახებს“,-
აღნიშნულია მიხეილ სააკაშვილის განცხადებაში.
Internet.ge