იმის შესახებ,
რომ სიამის ტყუპები
ეყოლებიდათ, ახალგაზრდა
წყვილმა ჯერ კიდევ
მშობიარობამდე შეიტყო. ლონდონელმა
ექიმებმა კი გადაწყვიტეს,
საკეისრო კვეთის ოპერაცია
ჩაეტარებინათ და გოგონები
მაშინვე განეცალკევებინათ
ერთმანეთისგან. ეს გარკვეულ
რისკს შეიცავდა,
მაგრამ მშობლები
დათანხმდნენ.
ახალშობილები ნაწლავებით
იყვნენ გადაბმულები.
ოპერაციას 5 საათი დასჭირდა,
მაგრამ ექიმების
ძალისხმევა წარმატებით
დასრულდა: ბავშვები
სრულფასოვან ცხოვრებას
გააგრძელებენ.
პატარები ახლა
უკვე ორი თვისანი
არიან და შესანიშნავად
გრძნობენ თავს, რაც
იშვიათი შემთხვევაა, რადგან
სიამის ტყუპები ხშირ
შემთხვევაში არასიცოცხლისუნარიანები
არიან, მითუმეტეს
განცალკევების ოპერაციის
შემდეგ.
Internet.ge