წარმოუდგენელი ფაქტი, რომელიც სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა,
სტამბულის
იმ რაიონში მოხდა, სადაც ძალიან ღარიბი ოჯახები ცხოვრობენ.
ქუჩაში მიმავალ ახალგაზრდა ორსულ ქალს ქუჩაში მშობიარობა
დაეწყო, თუმცა მას ამაზე რეაქცია არც ჰქონია, რადგან პროცესი იმდენად უმტკინვეულოდ
მიმდინარეობდა, ვერც კი მოახერხა გაცნობიარება თუ რა მოხდა.
თუმცა უფრო წარმოუდგენელი რამ შემდეგ მოხდა: ქალმა, თავის თანმხლებ პირებთან ერთად გზა გააგრძელა, ბავშვი კი ქუჩაში დატოვა.
დაგდებული ახალშობილი გამვლელებმა ნახეს და სასწრაფო გამოიძახეს, პატარა ბიჭუნა უვნებელი გადარჩა. მოგვიანებით კი დედაც გამოჩნდა, რომელმაც პოლიციას განუცხადა, რომ ეგონა, ეს თრომბი იყო და არა ბავშვი.
კიდევ უფრო გასაოცარი რამ ექიმებმა აღმოაჩინეს: ბავშვს ჭიპლარი ისეთ მდგომარეობაში ჰქონდა, რომ შესაძლოა, ის არა ქუჩაში, არამედ მანამდე გაჩნდა.
ერთ-ერთი ვერსიით, ახალგაზრდა ქალი მშობლებს ფეხმძიმობას უმალავდა, მას ბავშვი გაჩენილი ჰყავდა და სამოსში მალავდა, მოულოდნელად
კი ქუჩაში ჩამოუვარდა.
Internet.ge