სოზარ სუბარმა ახალ კაბინეტში შესვლისთანავე პრეზიდენტის სურათი ჩამოხსნა
11:51 26.10.2012
|
დღის სიახლეები
|
პირველი, რაც დღეს სასჯელაღსრულების ახალმა მინისტრმა სოზარ სუბარმა კაბინეტში შესვლისთანავე გააკეთა, პრეზიდენტის სურათის ჩამოხსნა იყო.
ამ ქმედებით, როგორც სუბარმა ახსნა, დაწესებულება წარსულისგან გაათავისუფლა.
სუბარმა დასძინა, რომ კაბინეტში არც ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის სურათს დაკიდებს.
შეგახსენებთ, რომ სოზარ სუბარი (დ. 4 ნოემბერი, 1964, ჭუბერი, მესტიის რაიონი), — ისტორიკოსი, თეოლოგი, ჟურნალისტი, საქართველოს სახალხო დამცველი გახლდათ 2004-2009 წწ. სხვადასხვა დროს მუშაობდა საქართველოს ეროვნულ მუზეუმში, საქართველოს ეკლესიაში დიაკვნად, საჯარო სკოლის დირექტორად, სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთის კორესპონდენტად და რედაქტორად, მოღვაწეობდა თავისუფლების ინსტიტუტში (2003-2004).
სახალხო დამცველის პოსტზე უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდეგ, 2009 წლის 22 სექტემბერს, ის შეუერთდა პოლიტიკურ გაერთიანებას „ალიანსი საქართველოსთვის“, რომლის წევრებიც იყვნენ საქართველოს რესპუბლიკური პარტია, ახალი მემარჯვენეები და ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატები. ალიანსის განაცხადებით, სუბარი მათი კანდიდატი იქნებოდა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე 2010 წელს დანიშნულ ადგილობრივ არჩევნებში. აპრილში მან განაცხადა, რომ არჩევნებში მონაწილეობას აღარ მიიღებდა, ხოლო არჩევნების შემდეგ ალიანსი დატოვა.
2010 წელს, სხვა პოლიტიკოსებთან (ეროსი კიწმარიშვილი, ლევან გაჩეჩილაძე, ირაკლი ოქრუაშვილი) ერთად, დააფუძნა ქართული პარტია. 2012 წლიდან არის ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს წევრი.
internet.ge
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|