სახელმწიფო მინისტრის ყოფილი მოადგილე განცხადებას ავრცელებს
16:40 26.10.2012
|
დღის სიახლეები
|
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ყოფილი მოადგილის ელენე ხოშტარია განცხადებას ავრცელებს. "მადლობა მინდა გადავუხადო იმ ადამიანებს, ვისთან ერთადაც წლების
განმავლობაში თავდაუზოგავად ვიმუშავე ჩვენი ქვეყნის ნატო-ში
გაწევრიანებისათვის. სწორედ ამ პერიოდში გადაიდგა ბევრი წარმატებული ნაბიჯი
ამ გზაზე. ამ იდეის ერთგული ვრჩები და ორშაბათიდან გავაგრძელებ
საქმიანობას ჩემს რამდენიმე მეგობართან, თანამოაზრესთან და კოლეგასთან
ერთად ახლახანს დაარსებულ think tank-ში. ჩემს გამოცდილებას მოვახმარ
ქვეყანას, რათა კიდევ უფრო აქტიურად გაგრძელდეს სწრაფვა საქართველოს
ნატო-ში გაწევრიანებისთვის.
გულწრფელად ვუსურვებ წარმატებას ახალ გუნდს საქართველოს საკეთილდღეოდ..." - აღნიშნული განცხადება ელენე ხოშტარიამ ფეისბუქის საშუალბით გაავრცელა.
internet.ge
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|