საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ, სამინისტროში შეხვედრები
გამართა. კალაძის თქმით, მისი უმთავრესი თხოვნა და მოთხოვნა პატიოსნება იქნება.
კახი კალაძე უწყებაში საქმიანობას ორშაბათიდან შეუდგება.
მინისტრის
განცხადებით, ის გადაწყვეტილებებს ერთპიროვნულად არ
მიიღებს და მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტისას გუნდთან კონსულტაციებს გაივლის.
„მიგულეთ თქვენს მეგობრად, თუ პირადი პრობლემები გექნებათ შეგიძლიათ მომმართოთ და
მე როგორც შემეძლება ხელს გაგიმართავთ. მაგრამ ჩემი დიდი თხოვნა და
მომავალში უკვე მოთხოვნა იქნება, რომ პატიოსნად ვემსახუროთ საქართველოს და მე
თქვენს პატიოსნებაში დარწმუნებული ვარ“,- მიმართა
კალაძემ თანამშრომლებს.
internet.ge