ნოდარ ხადურმა საქართველოს ფინანსთა მინისტრის რანგში პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა
ნოდარ
ხადურმა საქართველოს ფინანსთა მინისტრის რანგში პირველი სამუშაო შეხვედრები
გამართა სამინისტროს თანამშრომლებთან და საერთაშორისო ორგანიზაციების
წარმომადგენლებთან.
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, სამინისტროს ახალმა ხელმძღვანელმა
მინისტრის მოადგილეებისა და დეპარტამენტის ხელმძღვანელებისგან მოისმინა
ინფორმაცია სამინისტროს სისტემაში დღეისთვის არსებული ვითარების შესახებ და
ისაუბრა იმ სიახლეებისა და რეფორმების შესახებ, რომელიც იგეგმება ახალი
მთავრობის დამტკიცებისა და ფინანსთა სამინისტროში ახალი გუნდის მოსვლის
შემდეგ.
დღესვე მინისტრმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში მსოფლიო ბანკის წამყვან
ეკონომისტთან რაშმი შანქართან. შედგა შეხვედრა საერთაშორისო სავალუტო
ფონდის მუდმივ წარმომადგენელთან საქართველოში აზიმ სადიკოვთან.
შეხვედრებისას განიხილეს საქართველოსთან ორმხრივი თანამშრომლობის
საკითხები, ფინანსთა სამინისტროსთან ერთად მიმდინარე პროექტები და
სამომავლო გეგმები.
ფინანსთა მინისტრმა სტუმრებს მიაწოდა ინფორმაცია იმ
ახალი სამთავრობო პროგრამის ძირითად პრიორიტეტებზე, რომლის
განხორციელებასაც პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით
გეგმავს ქვეყნის მინისტრთა კაბინეტი.
internet.ge