თეა წულუკიანი პრეზიდენტისგან მურთაზ ზოდელავას გათავისუფლებას ითხოვს
10:49 27.10.2012
|
დღის სიახლეები
|
საქართველოს იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი მთავარი პროკურორის, მურთაზ ზოდელავას თანამდებობიდან გათავისუფლებას ითხოვს. როგორც იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განმარტავენ, შესაბამისი მოთხოვნა საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს უკვე გადაეგზავნა.
წულუკიანი მთავარი პროკურორის პოსტზე სააკაშვილს არჩილ კბილაშვილის კანდიდატურას სთავაზობს.
პრესსამსახურის ინფორმაციით, იუსტიციის მინისტრი აპირებდა, თავად ეცნობებინა მურთაზ ზოდელვასთვის, რომ ის მთავარი პროკურორის თანამდებობიდან გათავისუფლებულია, თუმცა, შეხვედრა არ შედგა, ვინაიდან აღმოჩნდა, რომ ზოდელავა უკვე სამი დღეა, საქართველოში არ იმყოფება და არ არის ცნობილი, როდის დაბრუნდება.
მურთაზ ზოდელავას არყოფნის პერიოდში თეა წულუკიანი მთავარი პროკურორის მოადგილეებს შეხვდა.
internet.ge
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|