ქვემო
ქართლის სამხარეო ადმინისტრაცია, რუსთავის თეატრთან დაკავშირებით, ოფიციალურ
განცხადებას ავრცელებს.
როგორც
განცხადებაშია ნათქვამი, ბოლო სამი წლის განმავლობაში თეატრის დაფინანსება ორჯერ გაიზარდა და დაახლოებით მილიონი ლარი გამოიყო თეატრის
ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად და სადადგმო ხარჯებისთვის.
სამხარეო
ადმინისტრაცია, აღნიშნული საკითხის განსახილბელად ყველა დაინტერესებულ პირს 29
ოქტომბერს, ადმინისტრაციაში ელოდება.
„ბოლო პერიოდში არაერთი ბრალდება თუ არასასიამოვნო ინფორმაცია გაჟღერდა რუსთავის თეატრის შესახებ. ჩვენ ვალდებულად ვთვლით თავს საზოგადოებამ იცოდეს იმ სამუშაოებისა და პროექტების შესახებ, რომელიც მხარისა და ქალაქის ხლმძღვანელობამ რუსთავის თეატრის ასაღორძნელბლად ჩაატარა. მოგახსენებთ, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში თეატრის დაფინანსება ორჯერ გაიზარდა. გამოიყო დაახლოებით მილიონი ლარი, იმისთვის, რომ თეატრის ინფრასტრუქტურა მოწესრიგებულიყო და გაზრდილიყო სადადგმო ხარჯი. ქვემო ქართლი გუბერნია არ ჩარეულა არც დასის შემადგენლობის დაკომპლექტებაში, არც სამხატვრო ნაწილის დადგმის პროცესში. ჩვენ ყოველთვის მზადყოფნას გამოვთქვამდით თეატრისათვის პრობლემური საკითხების გადაწყვეტაში მონაწილეობა მიგვეღო.
თუ დღეს და ბოლო პერიოდში გავრცელებული ინფორმაციები არ არის პოლიტიკურად მართული. ჩვენ დღესაც მზად ვართ კულტურის ახალ მინისტრთან და წარმომადგენლობასთან ერთად გადავწყვიტოთ ყველა ის პრობლემა, რაც რუსთავის თეატრის დასსა და დირექციას მნიშვნელოვნად მიაჩნია. ყველა დაინტერესებულ მხარეს, საკითხის განსახილველად, ორშაბათს, 29 ოქტომბერს, 12 საათზე ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში შეუძლია მობრძანდეს“,- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
internet.ge