GE / EN
საინფორმაციო პორტალი
სიახლე
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
„სტერეო +“ 3 ათასი ლარით დაჯარიმდა
11:18 27.10.2012
დღის სიახლეები

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში გამართულ სხდომაზე, შპს „სტერეო+“–ს 3 ათასი ლარის ოდენობით სანქცია დაეკისრა.

შპს „სტერეო+“–ის ხელმძღვანელის, დავით ზილფიმიანის მომართვის საფუძველზე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ მონიტორინგი ჩაატარა, რომელსაც თავად „სტერეო +“–ის ხელმძღვანელი, ზილფიმიანიც ესწრებოდა.

„მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ შპს „სტერეო+“ თანამგზავრული მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელი კომპანიის, „მეცხრე არხის“ სიგნალის გავრცელებას უზრუნველყოფდა ე.წ „ღია ლინკის“ საშუალებით, ღია ეთერში. „სტერეო+“ ამ მომსახურებას NF13 რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის ფარგლებში ახორციელებდა. საგულისხმოა, რომ NF13 ლიცენზიით გაცემული სიხშირული ზოლი „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმით“ გათვალისწინებულია   მოძრავი ან/და ფიქსირებული რადიოხაზებით მომსახურებისთვის. ამ რადიოსიხშირული სპექტრის გამოყენებით მოსახლეობამდე სამაუწყებლო სიგნალის ე.წ. „ღია ლინკით“ საჯარო გავრცელება წინააღმდეგობაში მოდის  NF13 რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის სალიცენზიო პირობებთან, „რადიოსიხშირეთა განაწილების ეროვნულ გეგმასთან“ და ასევე „IთU“ რეგლამენტთან რასაც „სტერეო +“ ახორციელებდა”,- აცხადებენ კომისიაში.

აღნიშნული დარღვევის გამო შპს „სტერეო +“–ს ერთხელ უკვე დაეკისრა სანქცია, წერილობითი გაფრთხილება, თუმცა კომპანიამ კვლავ განაახლა მისი კუთვნილი ლიცენზიით გათვალისწინებული პირობების დარღვევა.

საკითხის საჯარო განხილვას ესწრებოდა როგორც შპს „სტერეო+“–ის ხელმძღვანელი, დავით ზილფიმიანი, ასევე ტელეკომპანია „მეცხრე არხის“ დირექტორი, კახა ბექაური.

ყველა მტკიცებულების შესწავლის შემდეგ კომისიამ შპს „სტერეო+“–ის სანქცირების გადაწყვეტილება მიიღო.

 

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო1
ქართველებმა ევროლიგა დაიწყეს - მარკოიშვილის 13 და შერმადინის 92
ამერიკელები მზვერავებად რწყილს და ტარაკანას გამოიყენებენ3
ლესელიძის ქუჩაზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს4
მარიონეტულმა რეჟიმმა ენგურის ხიდი კვლავ ჩაკეტა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X