აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა დაადასტურა, რომ არჩევნების შემდეგ თანამდებობას დატოვებს.
"მე ვაპირებ დავტოვო პოსტი ინაუგურაციის შემდეგ, ასეთია ჩემი გეგმა. მე ჯერ არ მქნია შესაძლებლობა მესაუბრა პრეზიდენტთან, რადგან მას წინასაარჩევნო კამპანია აქვს, რომელიც, ვფიქრობ, წარმატებით დასრულდება,” - განაცხადა კლინტონმა და დასძინა, რომ არჩევნების შემდეგ პრეზიდენტთან საქმეების გადაცემაზე ისაუბრებს.
ივარაუდებოდა, რომ კლინტონი დარჩებოდა სახელმწიფო მდივნის პოსტზე, თუკი არჩევნებში კვლავ ბარაკ ობამა გაიმარჯვებდა, თუმცა მან უკვე გასაგებად თქვა, რომ აღარ აპირებს თანამდებობაზე დარჩენას.
საპრეზიდენტო არჩევნები აშშ-ში 6 ნოემბერსაა დაგეგმილი.
Internet.ge