საქართველოს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის თანახმად
ხვალ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ახალარჩეული უმაღლესი საბჭოს პირველი სხდომა
გაიმართება.
სხდომაზე საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარეს აირჩევენ. როგორც
ცნობილია, სხდომას პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილიც დაესწრება.
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი
პუნქტის შესაბამისად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ახალარჩეული უმაღლესი საბჭოს
პირველი სხდომა 2012 წლის 28 ოქტომბერს, 12:00 საათზე უნდა გაიმართოს“,- ნათქვამია
განკარგულებაში.
Internet.ge