საქართველოს
პრემიერ მინისტრი ნიკა გილაური, ბრაზილიაში ოფიციალურ ვიზიტს განაგრძობს. ვიზიტის ფარლებში დღეს, პრემიერი ბიზნესმენებს შეხვდება.
შეხვედრისას
საუბარი ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობისა და სამშენებლო სფეროში თანამშრომლობას შეეხება.
ნიკა
გილაური უკვე შეხვდა ბრაზილიის პრეზიდენტს, რითაც პრემიერის ვიზიტის პოლიტიკური ნაწილი დასრულდა.
შეგახსენებთ,
რომ საქართველოსა და ბრაზილიას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ ხელშეკრულება უკვე გაფორმდა.
ასევე,
პრემიერი უკვე შეხვდა ბრაზილიის საგარეო ურთიერთობების მინისტრს ანტონიო პატრიოტას. ბრაზილიის ვიცე-პრეზიდენტთან, მიშელ ტემერთან შეხვედრის შემდეგ ნიკა გილაურმა აღნიშნა, რომ ბრაზილია საქართველოს პარტნიორი ხდება, რაც ძალიან
მნიშვნელოვანია.
„ბრაზილია
დღეს მთელ მსოფლიოში გლობალური მოთამაშეა, მნიშვნელოვანია მისი საქართველოსთვის მხარდაჭერა გაეროში და საერთაშორისო ორგანიზაციებში.
პირველი ნაბიჯები იდგმება ქვეყნების დაახლოებაში, მნიშვნელოვანია ეკონომიკური თანამშრომლობა“, - განაცხადა გილაურმა.
ვიზიტის
ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ღია მმართველობის პარტნიორობის სამიტზე (Open
Government Partnership - OGP) სიტყვით გამოვიდა.
internet.ge