GE / EN
საინფორმაციო პორტალი
სიახლე
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
პატრიარქი ივანიშვილსა და უსუფაშვილს თანამდებობაზე არჩევას ულოცავს
17:51 27.10.2012
დღის სიახლეები

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ, ბიძინა ივანიშვილს პრემიერ-მინისტრობა მიულოცა.

პატრიარქი ივანიშვილს ქვეყანაში ისეთი გარემოს შექმნას უსურვებს, სადაც მთავარი ფასეულობები იქნება ღმერთი, სამშობლო, ადამიანი.

"საქართველოს ეკლესიისა და პირადად ჩემი სახელით, გულითადად გილოცავთ პრემიერ-მინისტრად არჩევას.  მართალია, ამ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე მოღვაწეობა რთულ დროს მოგიწიათ, მაგრამ ღვთის წყალობით პრობლემები დაიძლევა. თორმეტი წლის წინ, როდესაც თქვენ წმინდა სამების საკათედრო ტაძრის მშენებლობა დაიწყეთ, საუკუნის სიმბოლო აიგო და ახლაც, როდესაც ქვეყნის უღელი დაიდგით, საუკუნის გამოწვევა მიიღეთ. ეს არის თქვენი არჩევანი, პირადი კეთილდღეობის უგულვებელყოფით გაკეთებული არჩევანი.  ღმერთმა დაგლოცოთ თქვენ და თქვენი ოჯახი. უფალმა შეგაძლებინოთ ერის ჯვრის მშვიდობით ტვირთვა და ქვეყანაში ისეთი გარემოს შექმნა, სადაც მთავარი ფასეულობები იქნება ღმერთი, სამშობლო, ადამიანი. სადაც სამართლიანობის კეთილგონიერების, შორსმჭვრეტელობისა და შემწყნარებლობის პირობებში ერთიანი, მშვიდობიანი, ძლიერი საქართველოს სახელმწიფო აშენდება",-ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

ილია მეორემ ასევე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა.

„თქვენი ცოდნა და გამოცდილება, თქვენი გონიერება და სიდინჯე, ვფიქრობთ, დიდად წაადგება საქართველოს ამ ერთ-ერთი რთული და წინააღმდეგობით სავსე პერიოდის დაძლევაში. ღმერთმა დაგლოცოთ თქვენ და თქვენი ოჯახი და მოგცეთ ძალა ღვთისა და ქვეყნის წინაშე ერთგული და თავდაუზოგავი მსახურებისათვის", _ აღნიშნულია პატრიარქის წერილში.

 

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
შტეფან ფულე მიხეილ სააკაშვილსა და ბიძინა ივანიშვილს თანამშრომლობისკენ მოუწოდებს1
ვანო მერაბიშვილი: ბიუჯეტის შესახებ საზოგადოებაში არასწორი ინფორმაცია მუსირებს2
სომეხი სნაიპერის მიერ დაჭრილი აზერბაიჯანელი სამხედრო დაიღუპა3
აშშ: ტერაქტები რუსეთში ჩრდილოეთ კავკასიაში არსებული არასტაბილურობის ბრალია4
თანამემამულის სტატუსის მიმნიჭებელი კომისიის სხდომა გაიმართა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X