ერთწლიანი პატიმრობის შემდეგ, მედიაჰოლდინგ "ჯორჯიან თაიმსის" დამფუძნებელმა მალხაზ გულაშვილმა საპატიმრო დაწესებულება დატოვა.
ინფორმაცია, რომ გულაშვილი პირობით ვადაზე ადრე
გათავისუფლდებოდა, რადგან ის ამისთვის ყველა პირობას აკმაყოფილებდა, ჟურნალისტებს დღეს დილით, სასჯელაღსრულების მინისტრმა, სოზარ სუბარმა მიაწოდა.
მინისტრის განმარტებით, საპატიმრო დაწესებულებებს დღეს და ხვალ, ვადაზე
ადრე, 300-მდე პატიმარი დატოვებს.
internet.ge