GE / EN
საინფორმაციო პორტალი
სიახლე
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ირაკლი ღარიბაშვილი საზოგადოებას შს მინისტრის მოადგილეებს წარუდგენს
23:48 28.10.2012
დღის სიახლეები

შს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მინისტრის მოადგილეების ვინაობას ორშაბათს ან სამშაბათს დაასახელებს, ასევე დასახელდება შს სამინისტროს დეპარტამენტის ხელმძღვანელებიც.

"სავარაუდოდ, ორშაბათს ან სამშაბათს მე წარვუდგენ საზოგადოებას, პირველ რიგში მთავრობას და ბატონ პრემიერ მინისტრს ჩემ სავარაუდო მოადგილეებს, რასაც თქვენც გაცნობებთ" - აღნიშნული განცხადება ირაკლი ღრიბაშვილმა პარასკევს, შს სამინისტროში მისვლისას გააკეთა.

"ვინაიდან არსებობს საზოგადოების მაღალი ინტერესი და ნეგატიური განწყობა მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ კუდ-ის დეპარტამენტი გაუქმდეს. მაგრამ ეს არ მოხდება იმ ადამიანების ხარჯზე, ვინც მუშაობენ ამ დეპარტამენტში. ამ დეპარტამენტის ფუნქციები გადანაწილდება.

შეიქმნება ახალი სტრუქტურული ერთეულები. ეს იქნება სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტი და იქმნება ძალიან მძლავრი ანტიკორუფციული სააგენტო, რაც შეეხება სოდის დეპარტამენტს. ეს დეპარტამენტიც გაუქმდება და მის ფუნქციებს ძირითადად შეითავსებს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი. დეტალურად ყველაფერს მოგახსნებეთ რამდენიმე დღეში.

გამოვაცხადებ რეორგანიზაციას. შეიქმნება პროგრესულად მოაზროვნე ადამიანთა ჯგუფი, რომელსაც დაერქმევა რეფორმებისა და განვითარების ეროვნული ბიურო. ისინი დასახავენ სამინისტროს განვითარების გრძელვადიან პერსპექტივას. მე მხოლოდ მოწინავე და პროგრესული იდეებით მოვდივარ სამინისტროში და გპირდებით და ვპირდები სამინისტროს, რომ ყველაფერი იქნება იმაზე უკეთ, ვიდრე აქამდე იყო სამინისტროში. ეს არის ჩემი მოტივაცია, რომლითაც მოვდივარ სამინისტროში" - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
დავით დარახველიძე ვიდეომასალას, სადაც ის ქსენოფობიურ განცხადებებს აკეთებს „itv“-ის ფაბრიკაციას უწოდებს1
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო2
ნოდარ ჯავახიშვილი ეროვნული ბანკის მოქმედ ხელმძღვანელს იმპიჩმენტით ემუქრება3
ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრში ვაკანტურ თანამდებობებზე კონსულტაციები მიმდინარეობს4
ჩიორა თაქთაქიშვილი ნიგვზიანში მომხდარ დაპირისპირებაში მურმან დუმბაძეს ადანაშაულებს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X