დღეს, ახალი პრეამიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი სახელმწიფო
კანცელარიაში პირველად მივა და მუშაობას ოფიციალურად შეუდგება.
საქართველოს მთავრობა საკანონმდებლო ორგანომ 25 ოქტომბერს დაამტკიცა.
ახლადარჩეულმა პრემიერ-მინისტრმა მთავრობის პირველი სხდომა უკვე
გამართა, სადაც სასწრაფოდ განსახილველი საკითხები იქნა გადაწყვეტილი.
შეგახსენებთ, მთავრობის პირველი სხდომა ქუთაისის მთავრობის სასახლეში ჩატარდა.
Internet.ge