სატურნზე ძლიერი ქარიშხალი
მძვინვარებს, რამაც პლანეტაზე
ტემპერატურის რეკორდული
მატება და ქიმიური
ცვლილებები გამოიწვია.
ერთი წლის
წინ,
მეცნიერებმა სატურნზე
მზის სისტემისათვის
უჩვეულო შტორმი დააფიქსირეს.
სპეციალისტთა თქმით, ამ
სიმძალვრის შტორმს დედამიწაზე
რომ ჰქონოდა ადგილი,
საშინელ შედეგებს
მოიტანდა. მსგავსი სტიქიური
მოვლენები იქ 30 წელში
ერთხელ ხდება – სწორედ
ამდენ ხანს გრძელდება
სატურნზე ერთი წელი.
მოგვიანებით გაირკვა,
რომ შტორმს უკვალოდ
არ ჩაუვლია. კოსმოსურმა
აპარატმა პლანეტის
ატმოსფეროს ზედა ფენებში
რეკორდული დარღვევები
დააფიქსირა. კერძოდ, სატურნის
სტრატოსფეროს ტემპერატურა
84 გრადუს ცელსიუსამდე
გაიზარდა. გაიზარდა
ეთილენის კონცენტრაციაც,
რომელიც ჩვეულებრივ
პირობებში მის ატმოსფეროში
საერთოდ არ ფიქსირდება.
ერთ-ერთი
ვერსიით, ტემპერატურის
მატება განაპირობა
ქიმიურმა ცვლილებებმა,
რომლის დროსაც მეთანი,
რომელიც ატმოსფეროს
შემადგენლობაშია, ეთილენად
გარდაიქმნა.
სატურნზე ტემპერატურის
რადიკალური ცვლილება
მოხდა, იმის მსგავსი,
ვთქვათ, ალიასკადან
სადმე უდაბნოში
რომ გადავინაცვლოთ.
Internet.ge