სოციალურად დაუცველი პირები, რომლებიც რკინიგზის საავადმყოფოში
შეიჭრნენ, დღეს, 14:00 საათიდან პირის ამოკერვას და შიმშილობის დაწყებას გეგმავენ.
მათი განცხადებით, სოციალურად დაუცველთა ნაწილი დათანხმდა ქირით გადასვლას,
ისინი კი, ამ შეთავაზებაზე უარს ამბობენ და მუდმივ თავშესაფარს იხოვენ.
„იმ შემთხვევაში თუ ჩვენი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება და ამ
საკითხზე მოლაპარაკება არ მოხდება 14:00 საათიდან ჩვენ დავიწყებთ შიმშილობას და
ამოვიკერავთ პირს“,- აცხადებენ სოციალურად დაუცველი პირები.
internet.ge