მთავარი
პროკურორის, არჩილ
კბილაშვილის განცხადებით, პროკურატურაში საკადრო
ცვლილებები დღეიდან, ერთი
კვირის განმავლობაში განხორციელდება.
ამის შესახებ
განცხადება, კბილაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. მისი თქმით, ცენტრალური
აპარატის ხელმძღვანელობაში საკადრო ცვლილებები გატარდება, შეიცვლება საოლქო და თბილისის პროკურორები.
„პირობითად ვიღებთ
ტაიმ-აუტს, რომ
ორგანო განახლდეს. ეს
ერთი კვირა სწორედ ამისათვის იქნება
გამოყოფილი.
მოვუწოდებ საზოგადოებას, ვისაც
სურვილი აქვს პროკურატურაში
იმუშაოს, გამოაგზავნოს პირადი მონაცემები“,- განაცხადა კბილაშვილმა.
დღესვე,
კბილაშვილმა იმ მოქალაქეებს მიმართა, რომლებიც თავს დანაშაულის მსხვერპლად მიიჩნევენ და აქამდე
შიშის ფაქტორის გამო
ჩუმად იყვნენ. „პროკურატურის კანცელარია ღიაა, რომ მიიღოს
ასეთი განაცხადები და ჩვენ
მიერ ყველა განაცხადი შესწავლილი იქნება“,- განაცხადა
კბილაშვილმა.
internet.ge