ლევან ვარშალომიძემ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის რანგში ბოლო შეხვედრა გამართა
16:07 30.10.2012
|
დღის სიახლეები
|
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მასმედიასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ინფორმაციით, აჭარის არ. მთავრობის თავმჯდომარემ, ლევან ვარშალომიძემ რეგიონის პირველი პირის რანგში ბოლო შეხვედრა გამართა.
ლევან ვარშალომიძემ “კემპინკსის” სასტუმროების ქსელის ოფიციალურ წარმომადგენლობას უმასპინძლა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ბათუმში სასტუმრო "კემპინსკის" მშენებლობის მეორე ეტაპს, რომელიც უახლოეს მომავალში დაიწყება.
ბათუმში უკვე იმყოფებიან დიზაინერები, ოპერატორები, კვებისა და სასმელების ქსელის წარმომადგენლები და სპეციალიტები. ბათუმის „კემპინსკი“ შავი ზღვის რეგიონში ყველაზე მასშტაბური იქნება. კაზინოს გარდა სასტუმროში 2500 სამუშაო ადგილი გაჩნდება. "კემპინსკის" მშენებლობა 2014 წელს დასრულდება.
internet.ge
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|