შინაგან საქმეთა მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ეკა ზღულაძემ შს სამინისტროში
მუშაობა აღარ ისურვა.
შს მინისტრის მოადგილეების წარდგენისას,
ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვაზე: დარჩება თუ არა სამინისტროში ეკა ზღულაძე, მინისტრმა უპასუხა, რომ ზღულაძე უწყებაში არ დარჩა. “რაც შეეხება ძველ კადრებს, ყველა კეთილსინდისიერი თანამშრომელი დარჩება სამინისტროში და გააგრძელებს მუშაობას”,- განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, ასევე უახლოეს პერიოდში გახდება საზღვრის დაცვის დეპარტამენტის უფროსის ვინაობაც ცნობილი, რომელიც არსებული კანონმდებლობით მინისტრის მე-6 მოადგილე იქნება.
Internet.ge