ამერიკის
შეერთებულ
შტატებში ქარიშხალი
"სენდის"
მსხვერპლთა
რაოდენობამ
42-ს მიაღწია. ქარიშხალი გადაადგილებას კანადის მიმართულებით აგრძელებს.
დატბორილია
აღმოსავლეთ
სანაპიროზე
მდებარე ქალაქები. ელექტროენერგია არ მიეწოდება მილიონობით ადამიანს.
ქვეყნის მთავრობის გადაწყვეტილებით, მოსალოდნელი საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, დაიხურა რამდენიმე ატომური ელექტროსადგური.
რაც
შეეხება აშშ-ში მცხოვრებ ქართველებს, დაზარალებულთა შორის, საქართველოს საკონსულოს ინფორმაციით, ამ ეტაპზე ქართველები არ არიან.
როგორც
საქართველოს
ვიცე-კონსულმა გიორგი ცეკვავამ განაცხადა,
საქართველოს
მოქალაქეები
მოსალოდნელი
ამინდის შესახებ ორი დღით ადრე გაართხილეს.
ცნობისთვის, სტიქიის ზონაში 2 ათასამდე ქართველი ცხოვრობს.
სტიქიასთან დაკავშირებით აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატმა
წინასაარჩევნო კამპანია შეწყვიტა.
Internet.ge