საქართველოს
ფინანსთა სამინისტრო პარლამენტთან ურთიერთობის დარეგულირების მიზნით, ახალ სამსახურს ქმნის. ამის
შესახებ განცხადება მინისტრმა ნოდარ ხადურმა გააკეთა.
მისი თქმით, სამსახურში რამდენიმე ადამიანი იმუშავებს, რომლებიც მუდმივად ქუთაისში იქნებიან
ისინი
საკომიტეტო
მოსმენებს,
ფრაქციებისა
და პარლამენტის სხდომებს
დაესწრებიან.
„აღნიშნული სამსახურის შექმნის საჭიროება
პარლამენტის ქუთაისში არსებობითაა გამოწვეული. ამასთან საჭიროა იმისთვის, რომ ფინანსთა სამინისტრომ დროულად მიიღოს ინფორმაცია პარლამენტისგან და საკანონმდებლო ორგანომ დროულად ინფორმაცია უწყებისგან“,- განაცხადა ხადურმა.
სამსახურს
დავით ებრალიძე უხელმძღვანელებს.
Internet.ge