სოზარ სუბარის განცხადებით,
სასჯელაღსრულების სამინისტრო ყველაფერს გააკეთებს, რომ ადამიანის უფლებები, ღირსება და პატივი იყოს დაცული, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ სასჯელი არ იქნება.
აღნიშნული განცხადება მინისტრმა გუშინ გავრცელებული ინფორმაციის
კომენტირებისას გააკეთა რომლის მიხედვითაც, სასჯელაღსრულების #1 და #7- ე
კოლონიაში ციხის პერსონალსა და პატიმრებს
შორის ინცინდენტი მოხდა.
სუბარმა ყველას მოუწოდა, ნუ ეცდებიან სასჯელაღსრულების
დაწესებულებებში
მყოფი ადამიანების პროვოცირებას.
"იყო პატარა
მღელვარება,
თუმცა ჩავედით და ყველაფერი დავაწყნარეთ. ერთი რამე მინდა ვთხოვო ყველას, ნუ ეცდებიან პროვოცირებას გარედან. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ
, რომ
ადამიანის
უფლებები,
ღირსება და პატივი იყოს დაცული, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ სასჯელი არ იქნება. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვიღაცას დავაჩაგრინებთ ვინმეს, ეს იქნება ექიმი თუ თანამშრომელი", - განაცხადა სოზარ სუბარმა.
Internet.ge