ანგელა მერკელმა ივანიშვილს არჩევნებში გამარჯვება და პრემიერ–მინისტრად დანიშვნა მიულოცა
გერმანიის
ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერმა ანგელა მერკელმა ბიძინა ივანიშვილს არჩევნებში
გამარჯვება და პრემიერ–მინისტრად დანიშვნა მიულოცა.
„საქართველოს
მომავალშიც
შეუძლია ჰქონდეს გერმანიის ფედერალური მთავრობის მხარდაჭერის იმედი დემოკრატიის შემდგომი გამყარების, საბაზრო ეკონომიკის, სამართლებრივი სახელმწიფოებრიობის,
რეგიონში სამეზობლო ურთიერთობების განვითარებისა და ჩვენს ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების გზაზე“ – ნათქვამია ანგელა მერკელის წერილში, რომელიც
ბიძინა ივანიშვილის სამდივნომ გაავრცელა.
Internet.ge