სამედიცინო დეპარტამენტს გურამ კერესელიძე, სასჯელაღსრულების დეპარტამენტს კი მაია ხასია უხელმძღვანელებს
სოზარ სუბარის განცხადებით, სასჯელაღსრულების
სამედიცინო
დეპარტამენტს
გურამ კერესელიძე უხელმძღვანელებს.
როგორც სასჯელაღსრულების ახალმა მინისტრმა
კერესელიძის წარდგენისას აღნიშნა, დეპარტამენტის უფროსი სისტემის სრულ რეორგანიზაციას შეძლებს.
"მას აქვს
გამოცდილება
როგორც შსს-ს სტრუქტურებში მუშაობის, ასევე სამედიცინო სფეროში. გარდა ამისა, ის სხვადასხვა საავადმყოფოს დირექტორიც იყო", - აღნიშნა სუბარმა.
თავის მხრივ სამედიცინო დეპარტამენტის
უფროსმა აღნიშნა, რომ ყველა იმ მსჯავრდებულის პირადი საქმე,
რომლებიც სასჯელს სამედიცინო დაწესებულებებში იხდიან, შესწავლილი იქნება.
„ჩვენი მხრიდან მათ ვპირდებით, რომ ყველა მათგანი მიიღებს კვალიფიციურ სამედიცინო მომსახურებას", - განაცხადა კერესელიძემ.
სოზარ სუბარმა დღეს, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის
უფროსი
მაია ხასია წარადგინა.
როგორც ხასიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ის ყველა სასჯელაღსრულების
დაწესებულებაში
აპირებს მისვლას.
მინისტრმა კი განაცხადა, რომ ხასიას დანიშვნა ადასტურებს, რომ ადამიანის უფლებათა დაცვა მთავარი პრიორიტეტი იქნება.
Internet.ge